GAIMGeorgian Academy of Internal Medicine

Awareness days

Awareness days & activities

GAIM marks international health days with educational material, posters and videos.

2026

  • 2 posters

    World Hepatitis Day

    World Hepatitis Day

    🌍 28 ივლისი — მსოფლიო ჰეპატიტის დღე 2026 🟤 ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) არის დაავადება, რომლის პრევენცია, ადრეული გამოვლენა და ეფექტური მართვა შესაძლებელია! ✅ ჰეპატიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს: 🦠 ვირუსული ინფექციით (A, B, C, D, E) 🧬 აუტოიმუნური დაავადებით 🍷 ალკოჰოლით 💊 მედიკამენტებით ⚖️ მეტაბოლური დარღვევებით 🔬 ეტიოლოგიის მიუხედავად, ქრონიკული ჰეპატიტი — განსაკუთრებით არადიაგნოსტირებული ან არანამკურნალები — შეიძლება პროგრესირდეს: ➡️ ღვიძლის ციროზამდე ➡️ ჰეპატოცელულურ კარცინომამდე ➡️ ღვიძლის უკმარისობამდე, რომელიც შესაძლოა ტრანსპლანტაციას საჭიროებდეს. ასევე შესაძლებელია ექსტრაჰეპატური გამოვლინებები: ❤️ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები 🩺 თირკმლის დაზიანება 🎗️ ექსტრაჰეპატური სიმსივნეები 🧬 რა შეგვიძლია დღეს? 💉 A და B ჰეპატიტების წინააღმდეგ არსებობს უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინები. 🛡️ B ჰეპატიტის ვაქცინაცია იცავს D ჰეპატიტისგანაც. 💊 C ჰეპატიტი თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით შემთხვევათა 95%-ზე მეტში სრულად განკურნებადია. 💊 B ჰეპატიტის მკურნალობაში სამი

  • 1 poster

    Blood Donor day

    Blood Donor day

    📅 ეს თარიღი ნობელის პრემიის ლაურეატის, კარლ ლანდშტაინერის დაბადების დღეს უკავშირდება, რომელმაც ABO სისხლის ჯგუფების აღმოჩენით საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ტრანსფუზიოლოგიას. 🌍 2026 წლის მთავარი გზავნილია: „უსაფრთხო სისხლი ყველასთვის“. 🔬 მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული ტესტირება, კომპონენტებად დაყოფა და ხარისხის მუდმივი კონტროლი უზრუნველყოფს, რომ პაციენტამდე მხოლოდ უსაფრთხო სისხლი მივიდეს. თუმცა, არსებობს ერთი რამ, რასაც ვერცერთი ტექნოლოგია ვერ შექმნის — ეს თავად სისხლის დონორია. სისხლი მხოლოდ ადამიანმა შეიძლება გაიღოს ადამიანისთვის. 🩸ერთი დონაცია = რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლე. 📍ეს არის კრიტიკული დახმარება ტრავმების, ქირურგიული ჩარევების, ონკოლოგიური დაავადებებისა თუ მშობიარობის გართულებების დროს. სისხლის უანგარო გაღება ჰუმანურობისა და უმაღლესი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა. 🤝 უსაფრთხო სისხლის მარაგების არსებობა არა ერთჯერადი აქცია, არამედ მუდმივი პროცესია, რომელიც მეცნიერების, ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოების ერთიანობას მოითხოვს. 🩸 გაიღე სისხლი

  • 5 posters

    World No Tobacco Day 2026

    World No Tobacco Day 2026

    🚭 თამბაქოს მოწევის შეწყვეტა წარმოადგენს ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრევენცირებად მიზეზს. იგი მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მწვავე, ისე ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, მათ შორის სხვადასხვა ლოკალიზაციის ონკოლოგიურ პათოლოგიებს. 🌍🌻 World No Tobacco Day 2026-ის ფარგლებში, შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია წარმოგიდგენთ თამბაქოს შეწყვეტის თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ფარმაკოთერაპიას, კლინიკურ პრაქტიკაში ეფექტური და სტანდარტიზებული მიდგომების მხარდასაჭერად. 🧠 ნიკოტინური დამოკიდებულება არის ქრონიკული, რეციდივირებადი მდგომარეობა, რომლის მართვა საჭიროებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობას. კლინიკური კვლევებით დადასტურებულია შემდეგი ფარმაკოლოგიური საშუალებების ეფექტურობა: • ნიკოტინის ჩამანაცვლებელი თერაპია (NRT) • ვარენიკლინი • ბუპროპიონი 📈 პაციენტზე ორიენტირებული მართვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მოწევის შეწყვეტის წარმატების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც ფარმაკოთერაპია კომბინირებულია პროფესიულ ქცევით კონსულტირება

  • 14 posters

    World Thyroid Day 2026

    World Thyroid Day 2026

    🦋 მსოფლიო ფარისებრი ჯირკვლის დღე — World Thyroid Day 2026 📍 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული პრობლემაა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. 🌻 ცნობიერების ამაღლების მიზნით, GAIM — შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია გთავაზობთ ჩვენი გუნდის წევრი ენდოკრინოლოგიის რეზიდენტების მიერ მომზადებულ საგანმანათლებლო მასალას ჰიპოთირეოზის შესახებ. 📚 სლაიდებში იხილავთ: • თანამედროვე, Evidence-Based კლინიკურ ინფორმაციას • უახლეს გაიდლაინებზე დაფუძნებულ მართვის პრინციპებს • პრაქტიკულად მნიშვნელოვან და სანდო რეკომენდაციებს 💻 სრული ვერსიის სანახავად შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი მზარდი აკადემიის წევრი 📌 რეგისტრაციის ბმული — კომენტარებში 🧡 განსაკუთრებული მადლობა ხატია ხვედელიძეს და მარიამ აზირაშვილს მასალის მომზადებისთვის. 🔗 გაეცანით ინფორმაციას და გაუზიარეთ კოლეგებსა და სტუდენტებს!

  • ▶ 1 video2 posters

    World IBD day

    World IBD day

    🌻 შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია უერთდება ნაწლავის ანთებითი დაავადების (IBD) მსოფლიო დღეს! 📌IBD Day 2026-ის ფარგლებში წელს ყურადღება გამახვილებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე — მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. ‼️მსოფლიოში IBD-ით მცხოვრები პაციენტებისთვის კვლავ პრობლემად რჩება დაგვიანებული დიაგნოზი, შეზღუდული წვდომა სპეციალისტებთან და თანამედროვე თერაპიებთან, ასევე უთანასწორობა ჯანმრთელობის სისტემებში. 📍ხარისხიანი IBD მკურნალობა არ უნდა იყოს დამოკიდებული გეოგრაფიაზე — ის უნდა იყოს დროული, ხელმისაწვდომი და თანაბარი ყველასთვის. ✅ ვუერთებით გლობალურ მოწოდებას: “IBD care is not a privilege — it is a right” და გთავაზობთ ორი დაავადების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) მოკლე მიმოხილვას და თერაპიულ მიდგომებს.

  • ▶ 1 video5 posters

    World Lupus Day

    World Lupus Day

    🌍 🦋 დღეს მსოფლიო მგლურას დღეა! 🌻ამ დღის აღსანიშნავად GAIM გთავაზობთ დაავადების შესახებ აკადემიის მიერ დამუშავებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინფორმაციის შეჯამებას. 🧑‍⚕️👩‍⚕️ მგლურა არის რთული, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროული დიაგნოზი, სწორი მონიტორინგი და თანამედროვე მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს და ცხოვრების ხარისხს.

  • ▶ 5 videos

    World Kidney Day

    World Kidney Day

    🌍 დღეს მსოფლიო თირკმლის დღეა! 🌻ამ დღის აღსანიშნავად GAIM გთავაზობთ ვიდეოსერიას, რომელშიც ჩვენი ორგანიზაციის წევრი ნეფროლოგები მარტივად და მტკიცებაზე დაფუძნებულ წყაროებზე დაყრდნობით განმარტავენ ნეფროლოგიისა და შინაგანი მედიცინის ყველა სხვა ქვესპეციალობისთვის აუცილებელ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. 🧑‍⚕️👩‍⚕️ მიგვაჩნია, რომ სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი თირკმლის დაავადებების პრევენციისა და მართვის მიმართულებით.