GAIMGeorgian Academy of Internal Medicine
All awareness days

World Lupus Day

World Lupus Day

🌍 🦋 დღეს მსოფლიო მგლურას დღეა! 🌻ამ დღის აღსანიშნავად GAIM გთავაზობთ დაავადების შესახებ აკადემიის მიერ დამუშავებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინფორმაციის შეჯამებას. 🧑‍⚕️👩‍⚕️ მგლურა არის რთული, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროული დიაგნოზი, სწორი მონიტორინგი და თანამედროვე მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს და ცხოვრების ხარისხს.

2019 EULAR-ACR სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები .png.jpg

🦋 სისტემური წითელი მგლურა (SLE, ლუპუსი) ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა.
🌍 მსოფლიოში დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანია დაავადებული. გავრცელება შეადგენს 28–150 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე. უპირატესად აზიანებს რეპროდუქციული ასაკის ქალებს, ქალისა და მამაკაცის თანაფარდობით 9:1. შავკანიან, ესპანურ და აზიურ პოპულაციებში დაავადება უფრო ხშირია და უფრო მძიმედაც მიმდინარეობს.

‼️ ძირითადი პათოგენეზური მექანიზმები

  • აპოპტოზური უჯრედების ნარჩენების არასაკმარისი ელიმინაცია → საკუთარი ქსოვილების მიმართ ტოლერანტობის დაკარგვა.
  • პლაზმაციტოიდური დენდრიტული უჯრედების მიერ I ტიპის ინტერფერონის ჭარბი გამომუშავება.
  • ნეიტროფილური ექსტრაცელულარული ხაფანგები (NETs), რომლებიც აჩენენ აუტოანტიგენებს.
  • B და T ლიმფოციტების ტოლერანტობის დარღვევა → პათოგენური აუტოანტისხეულების წარმოქმნა და იმუნური კომპლექსების დაგროვება.

🧬 გარემო და გენეტიკური ფაქტორები
გენეტიკურად მიდრეკილ პირებში დაავადების გამწვავებას შეიძლება შეუწყოს ხელი:

  • ულტრაიისფერი სხივები
  • სიგარეტის მოწევა
  • ეპშტეინ-ბარის ვირუსი
  • სილიკატებთან კონტაქტი

აღმოჩენილია 100-ზე მეტი გენეტიკური რისკ-ვარიანტი, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის STAT4.
მნიშვნელოვანი ანტისხეულები:

📍ANA – მგრძნობიარე, მაგრამ არასპეციფიკური

📍Anti-dsDNA – შედარებით სპეციფიკური; დაკავშირებულია აქტივობასთან და ნეფრიტთან

📍Anti-Smith – ძალიან სპეციფიკური SLE-სთვის

📍Anti-Ro/SSA, Anti-La/SSB – ნეონატალური ლუპუსი, კანური ფორმები, შოგრენის სინდრომთან გადაკვეთ

📍ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები – თრომბოზი და ორსულობის გართულებები

დაავადების აქტივობის მარკერები:

⬇️ C3/C4 კომპლემენტის დაქვეითება

⬆️ Anti-dsDNA ტიტრის მატება

💊 მკურნალობა

მკურნალობის მიზანია რემისია ან დაბალი აქტივობა მინიმალური სტეროიდებით.

❗️საბაზისო თერაპია — ჰიდროქსიქლოროქვინი (HCQ)

რეკომენდებულია პრაქტიკულად ყველა პაციენტისთვის.

❗️გლუკოკორტიკოიდები

გამოიყენება გამწვავებისას მოკლე კურსით

მძიმე შემთხვევებში: IV მეთილპრედნიზოლონის პულსური თერაპია

❗️იმუნოსუპრესანტები

  • Mycophenolate mofetil – ლუპუს-ნეფრიტის პირველი ხაზი
  • Azathioprine – შემანარჩუნებელი თერაპია; თავსებადია ორსულობასთან

*Methotrexate – კანისა და სახსრების ჩართვისას

  • Cyclophosphamide – მძიმე ორგანული დაზიანებისას
  • Voclosporin / Tacrolimus – კალცინეურინის ინჰიბიტორები

❗️ბიოლოგიური აგენტები

  • Belimumab – აქტიური SLE და ლუპუს-ნეფრიტი
  • Anifrolumab – საშუალო/მძიმე SLE
  • Rituximab – რეფრაქტერული შემთხვევები (off-label)

მონიტორინგი და პრევენცია:
აუცილებელია რეგულარული შეფასება:

📌დაავადების აქტივობა

📌ორგანოთა დაზიანება

📌ცხოვრების ხარისხი

🫀 გულ-სისხლძარღვთა რისკი

SLE დაკავშირებულია აჩქარებულ ათეროსკლეროზთან, ამიტომ საჭიროა:

  • ლიპიდების კონტროლი
  • არტერიული წნევის კონტროლი

🦠💉ინფექციების პრევენცია

  • პნევმოკოკური ვაქცინა
  • გრიპის ვაქცინა
  • COVID-19 ვაქცინა
  • ცოცხალი ვაქცინების თავიდან აცილება იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში

🦴 ძვლის ჯანმრთელობა
ქრონიკული სტეროიდების ფონზე:

  • კალციუმი
  • ვიტამინი D
  • ძვლის სიმკვრივის მონიტორინგი

🤰 ორსულობის დაგეგმვა

  • დაავადება უნდა იყოს სტაბილური მინიმუმ 6 თვე
  • ჰიდროქსიქლოროქვინი გაგრძელდეს
  • თავიდან იქნას აცილებული მიკოფენოლატი და მეთოტრექსატი
  • Anti-Ro/SSA დადებით პაციენტებში საჭიროა ნაყოფის გულის მონიტორინგი

🌻 დაავადების წარმატებული მართვის საფუძველს წარმოადგენს მუდმივი მონიტორინგი, გართულებების პრევენცია და პაციენტზე მორგებული მიდგომა. დაავადების აქტივობის კონტროლი, გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური რისკების შემცირება, ძვლის ჯანმრთელობის დაცვა და ორსულობის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის პროგნოზსა და ცხოვრების ხარისხს.

Posters

Share:FacebookX

All materials are educational and require physician review before clinical application.