დღის მოხსენება 26| MOGAD
- ნევროლოგია
შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია (GAIM) არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს შინაგანი მედიცინის და მისი ყველა ქვეგანხრის რეზიდენტების, ექიმების და სხვა რგოლის წარმომადგენლების მხარდაჭერას საქართველოში. ჩვენი მიზანია სამედიცინო საზოგადოების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული აკადემიური მასალებისა და ცოდნის გაზიარებით, კლინიკური შემთხვევების და სიახლეების რეგულარული განხილვებით. ასევე, კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში და საზღვარგარეთ მომუშავე სპეციალისტებს შორის.

შაბათი · 21:00 · თბილისის დროით
უკვე წევრი ხართ? შესვლა
ბიბლიოთეკა
GAIM-ის წევრების მიერ მომზადებული და კოლეგების მიერ რეცენზირებული ღია მასალები ყოველდღიური კლინიკური სწავლისთვის.
რეალური კლინიკური შემთხვევების განხილვა, სადაც ყურადღება ექცევა დიაგნოსტიკურ მსჯელობასა და ამჟამინდელ მტკიცებულებებს.
მნიშვნელოვანი კვლევებისა და გაიდლაინების მოკლე, სტრუქტურირებული მიმოხილვები მტკიცებულებების სიძლიერის მითითებით.
პროექტის ხელმძღვანელილელა მჭედლიშვილი
დიაგნოსტიკისა და მართვის კლინიკური ალგორითმები რეზიდენტებისა და ინტერნისტებისთვის.
ყველა მასალა საგანმანათლებლო ხასიათისაა და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებამდე ექიმის მიერ გადახედვას საჭიროებს.
საერთაშორისო დღეები
GAIM აღნიშნავს სამედიცინო საერთაშორისო დღეებს საგანმანათლებლო მასალით, პოსტერებითა და ვიდეოებით.
დიაბეტის მსოფლიო დღე
14 ნოემბერი, დიაბეტის მსოფლიო დღე 💉🩸 🌻 ამ დღესთან დაკავშირებით GAIM - შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო მასალას ინსულინის პომპების შესახებ 💉📲 🙌 განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით GAIM-ის აქტიურ წევრს, ენდოკრინოლოგიის რეზიდენტს ხატია ხვედელიძეს მასალის მომზადებაში დახმარებისთვის! Khatia Khvedelidze 👩🏻⚕️✨ #დიაბეტისმსოფლიოდღე #WorldDiabetesDay #GAIM
მალნუტრიციის ცნობადობის კვირეული 2026
GSPEN-ის (საქართველოს პარენტერალური და ენტერალური კვების ასოციაცია) მიერ ორგანიზებულ მალნუტრიციის ცნობიერების ამაღლების კვირეულის ფარგლებში, GAIM-ის დამფუძნებელმა, ვალიკო ბეგიაშვილმა, წარადგინა მოხსენება ჰოსპიტალიზებულ ზრდასრულ პაციენტებში მალნუტრიციის პრობლემის შესახებ. პრეზენტაციაში განხილული იყო პრობლემის მასშტაბი, მისი გავლენა კლინიკურ გამოსავლებზე, ადრეული სკრინინგისა და დიაგნოსტიკის მნიშვნელობა და მეთოდები, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნუტრიციული ინტერვენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალისტის როლს მალნუტრიციის დროულ გამოვლენასა და მულტიდისციპლინურ მართვაში.
სუიციდის პრევენციის დღე
მოსაზრება, რომ სუიციდზე შეკითხვამ შესაძლოა სუიციდური ქცევა გამოიწვიოს, მცდარია. რისკის მქონე პაციენტთან ამ თემის აცილება უფრო სახიფათოა, ვიდრე მისი პირდაპირ დასმა


GAIM-ის შესახებ
GAIM-ის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს რეზიდენტების ხელშეწყობა. გვესმის, რომ რეზიდენტები არიან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შეუცვლელი და მნიშვნელოვანი რგოლი, ისინი უდიდეს ძალისხმევას დებენ სწავლასა და მუშაობაში და ხშირად აკეთებენ ამას რთულ პირობებში. GAIM-ის მისიაა ამ ძალისხმევის დამატებითი მხარდაჭერა – ისეთი სივრცის შექმნით, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, აკადემიურ განვითარებასა და კოლეგებთან თანამშრომლობას.
მართვა
GAIM-ს მართავს შვიდწევრიანი ბორდი.
ვალიკო ბეგიაშვილი
დამფუძნებელი
თამარ ჟამურაშვილი
უფროსი მრჩეველი
მეგი ქირია
საორგანიზაციო გუნდის ხელმძღვანელი
ნანული გვაზავა
აკადემიური დირექტორი
ნინო კვირტია
კომუნიკაციის გუნდის ხელმძღვანელი
შალვა ნადირაშვილი
ხარისხის კონტროლის გუნდის ხელმძღვანელი
შოთა კუპრავა
ლეგალური გუნდის ხელმძღვანელი
კალენდარი
პარტნიორები
ერთობლივი სესიები და სასწავლო მასალები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: GAEM.
წევრობა
წევრობა ღიაა ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და მედიცინის სტუდენტებისთვის, ვინც იზიარებს GAIM-ის ერთგულებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისადმი.
მონაწილეობა დღის მოხსენებებსა და კლინიკური შემთხვევების სხვა განხილვებში.
სრული წვდომა Evidence Brief-ებსა და კლინიკურ რესურსებზე.
შემთხვევების წარდგენა, მიმოხილვების მომზადება და მასალების რეცენზირება კოლეგებთან ერთად.
კავშირი ინტერნისტებთან, რეზიდენტებთან და სტუდენტებთან მთელი საქართველოდან.