GAIMშინაგანი მედიცინის ქართული აკადემია

GAIM-ის შესახებ

შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია

მისია

შინაგანი მედიცინის ქართული აკადემია (GAIM) არის ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს შინაგანი მედიცინის და მისი ყველა ქვეგანხრის რეზიდენტების, ექიმების და სხვა რგოლის წარმომადგენლების მხარდაჭერას საქართველოში. ჩვენი მიზანია სამედიცინო საზოგადოების გაძლიერება მტკიცებულებებზე დაფუძნებული აკადემიური მასალებისა და ცოდნის გაზიარებით, კლინიკური შემთხვევების და სიახლეების რეგულარული განხილვებით. ასევე, კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში და საზღვარგარეთ მომუშავე სპეციალისტებს შორის.

GAIM-ის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს რეზიდენტების ხელშეწყობა. გვესმის, რომ რეზიდენტები არიან ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შეუცვლელი და მნიშვნელოვანი რგოლი, ისინი უდიდეს ძალისხმევას დებენ სწავლასა და მუშაობაში და ხშირად აკეთებენ ამას რთულ პირობებში. GAIM-ის მისიაა ამ ძალისხმევის დამატებითი მხარდაჭერა – ისეთი სივრცის შექმნით, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, აკადემიურ განვითარებასა და კოლეგებთან თანამშრომლობას.

პროექტები, როგორიცაა დღის მოხსენება (ამერიკული morning report-ის ტიპის ინტერაქციული კონფერენცია), ტესტირება და წარმატებული რეზიდენტების მხარდაჭერა, ემსახურება იმას, რომ სარეზიდენტო წლები უფრო მდგრადი და სასარგებლო გამოცდილება გახდეს და რეზიდენტის განათლებისა და ცხოვრების ხარისხი ამაღლდეს.

ხედვა

მტკიცედ გვჯერა, რომ ექიმს, რეზიდენტსა და მედიცინის ყველა რგოლის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, დაფასება და კოლეგიალური, პროფესიული გარემო, სადაც შეძლებს პოტენციალის სრულად გამოვლენას და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ვაცნობიერებთ, რომ ასეთი გარემოს შესაქმნელად ძირეული, სისტემური ცვლილებებია საჭირო; GAIM კი შეეცდება, სამედიცინო საზოგადოება მაქსიმალურად გააძლიეროს.

GAIM-ის მიზანია გახდეს სანდო აკადემიური პარტნიორი – შესთავაზოს რესურსები და შესაძლებლობები, რომლებიც სწავლისადმი მოტივაციას, ინოვაციურ მიდგომებსა და რეზიდენტების პროფესიულ განვითარებას წაახალისებს. მზად ვართ ვითანამშრომლოთ პროფესიონალებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა ერთად ჩამოვაყალიბოთ საქართველოში განათლებასა და ზრდის მხარდაჭერაზე დაფუძნებული სამედიცინო კულტურა.

ძირითადი მიზნები

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული მასალის შექმნა და გავრცელება
  • რეგულარული აკადემიური შეხვედრები: დღის მოხსენება, კლინიკო-პათოლოგიური კონფერენციები
  • ალგორითმების შექმნა და თარგმნა
  • თვითშეფასების პლატფორმა და უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა
  • დამსახურებაზე დაფუძნებული სტიპენდიების პროგრამა
  • მენტორების ქსელი საქართველოსა და საერთაშორისო დონეზე
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანასწორობის კულტურის დამკვიდრება

ბენეფიციარები

ძირითადი

შინაგანი მედიცინის რეზიდენტები საქართველოში – სრული წვდომა ყველა პროგრამაზე.

დამატებითი

მედიცინის სტუდენტები, უმცროსი და პრაქტიკოსი ექიმები და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლები – წვდომა აკადემიურ მასალასა და პროექტებზე.

რა არის და რა არ არის GAIM

GAIM არის

  • დამოუკიდებელი პროფესიული სამედიცინო ორგანიზაცია.
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რეგისტრირებული თბილისში.

GAIM არ არის

  • დაკავშირებული რომელიმე საავადმყოფოსთან ან კლინიკასთან.
  • დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან.

ხუთი პრინციპი

ჩვენს საქმიანობას ხუთი პრინციპი განსაზღვრავს.

  1. 1მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა
  2. 2აკადემიური კეთილსინდისიერება
  3. 3ხარისხი
  4. 4დამსახურებაზე დაფუძნებული აღიარება
  5. 5გამჭვირვალობა და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა

ისტორია

GAIM დაარსდა 2025 წლის 11 აგვისტოს. აკადემიას საფუძველი დამფუძნებელმა ბორდმა ჩაუყარა.

დღეს GAIM-ს 500-ზე მეტი წევრი ჰყავს – ექიმები, რეზიდენტები და მედიცინის სტუდენტები.

დამფუძნებელი ბორდი →

ორგანიზაციული სტრუქტურა

GAIM-ს მართავს შვიდწევრიანი ბორდი. ბორდის თითოეული წევრი ხელმძღვანელობს ერთ სამუშაო გუნდს: აკადემიური, შეფასებისა და ხარისხის, კომუნიკაციის, ლეგალური და ოპერაციული.

ვმუშაობთ მოდელით „ბირთვი + გარემო“: მცირე ბირთვი პასუხისმგებელია ყოველდღიურ საქმიანობაზე, ფართო გარემო კი მოიცავს წევრებს, რომლებიც კონკრეტულ პროექტებში ერთვებიან.

ბორდის შემადგენლობა →

სამუშაო გუნდები

  • აკადემიური გუნდი

    დღის მოხსენების მომზადება და წარდგენა. ასევე, სხვა აკადემიური შინაარსის მასალის შექმნა/დამუშავება (მაგალითად ალგორითმები, გაიდლაინები, რეკომენდაციები, კვლევები ა.შ.).

    გუნდის ლიდერი: ნანული გვაზავა

  • შეფასებისა და ხარისხის გუნდი

    მოხსენებების, აკადემიური მასალის ხარისხის კონტროლი, უკუკავშირის ანალიზი.

    გუნდის ლიდერი: შალვა ნადირაშვილი

  • კომუნიკაციის გუნდი

    რეზიდენტებთან და მედიცინის სხვა რგოლებთან დაკავშირება, სოციალური მედიის და ინფორმაციის მიწოდების მართვა.

    გუნდის ლიდერი: ნინო კვირტია

  • ლეგალური გუნდი

    ორგანიზაციის რეგისტრაციის და შენარჩუნების ლეგალური საკითხების მართვა, შიდა რეგულაციების შემუშავება.

    გუნდის ლიდერი: შოთა კუპრავა

  • ოპერაციული გუნდი

    შეხვედრების დაგეგმვა, ჩაწერა, შენახვა, დროის მენეჯმენტი.

    გუნდის ლიდერი: მეგი ქირია

პროგრამები

მიმდინარე

  • დღის მოხსენებები
  • ალგორითმები
  • მტკიცებულებების მიმოხილვა

სამომავლო

  • კითხვათა ბანკი და თვითშეფასების ტესტებიმალე
  • რეზიდენტების წახალისებისა და აღიარების პროგრამამალე
  • ფართო სამედიცინო საზოგადოების ჩართულობამალე
  • ობზერვერშიფის პროგრამამალე

მომხსენებლები

მომხსენებლების გუნდი
  • ნანული გვაზავა

    ნანული გვაზავა

    ჰემატოლოგია-ონკოლოგია

    აშშ
  • ვალიკო ბეგიაშვილი

    ვალიკო ბეგიაშვილი

    შინაგანი მედიცინა

    აშშ
  • ლელა მჭედლიშვილი

    ლელა მჭედლიშვილი

    ნევროლოგია

    საქართველო
  • ლევან გახოკიძე

    ლევან გახოკიძე

    ნეფროლოგია

    აშშ
  • რუსუდან მაჭარაშვილი

    რუსუდან მაჭარაშვილი

    შინაგანი მედიცინა

    აშშ
  • სოფიო კაკაბაძე

    სოფიო კაკაბაძე

    შინაგანი მედიცინა

    აშშ
  • დურმიშხან ახსაბაძე

    დურმიშხან ახსაბაძე

    შინაგანი მედიცინა

    აშშ
  • ცისია ბაწაშვილი

    ცისია ბაწაშვილი

    შინაგანი მედიცინა

    აშშ
  • დიანა კერატიშვილი

    დიანა კერატიშვილი

    შინაგანი მედიცინა

    აშშ
  • ანი გვაჯაია

    ანი გვაჯაია

    ჰემატოლოგია-ონკოლოგია

    აშშ
  • დავით თაბაგარი

    დავით თაბაგარი

    შინაგანი მედიცინა

    აშშ
  • გიორგი ახლედიანი

    გიორგი ახლედიანი

    შინაგანი მედიცინა

    აშშ

კონტაქტი

კითხვების, წინადადებების ან თანამშრომლობის შემთხვევაში მოგვწერეთ: info@gaimteam.org.