GAIMშინაგანი მედიცინის ქართული აკადემია

წევრობა

წევრობა GAIM-ში

წევრობა ღიაა ექიმებისთვის, რეზიდენტებისა და მედიცინის სტუდენტებისთვის. წევრობა იგივე რეგისტრაციაა: წევრები ყველა დღის მოხსენებასა და Evidence Brief-ის განხილვას ცალკე რეგისტრაციის გარეშე ესწრებიან.

გაწევრიანდით GAIM-ში

ჯერ ანგარიშს შექმნით, შემდეგ კი მოკლე ფორმას შეავსებთ.

განაცხადის შევსება

წევრობა უფასოა.

უკვე წევრი ხართ? შესვლა

უპირატესობები

რას იღებთ წევრობით

  • პირადი პროფილი

    პროფესიული პროფილი „ჩემი GAIM“-ში, რომლიდანაც CV-ის შექმნაც შეგიძლიათ.

  • კრედიტების აღრიცხვა

    GAIM კრედიტები და სხვა ორგანიზაციებში მიღებული CME კრედიტები – ერთ ადგილას და თქვენს CV-ში.

  • საგანმანათლებლო ბიბლიოთეკა

    დღის მოხსენებების პრეზენტაციები, Evidence Brief-ები და კლინიკური მასალა.

  • დღის მოხსენებები და Evidence Brief-ები

    დაესწარით შეხვედრებს ან თავად წარადგინეთ შემთხვევა.

  • სამუშაო გუნდები

    ჩაერთეთ აკადემიის განვითარებაში ერთ-ერთი სამუშაო გუნდის შემადგენლობაში.

  • პარტნიორების ინსტრუმენტებიმალე

    პარტნიორი ორგანიზაციების ინსტრუმენტები და შეთავაზებები წევრებისთვის.

ვისთვის

ვინ შეიძლება გაწევრიანდეს

GAIM-ის წევრი შეიძლება გახდეს მედიცინის ნებისმიერი რგოლის წარმომადგენელი – საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

  • შინაგანი მედიცინის რეზიდენტები – აკადემიის ძირითადი ბენეფიციარები, სრული წვდომით ყველა პროგრამაზე.
  • ექიმები – შინაგანი მედიცინისა და მისი ქვედარგების სპეციალისტები, ასევე მომიჯნავე სპეციალობების პრაქტიკოსი და უმცროსი ექიმები.
  • მედიცინის სტუდენტები – წვდომით აკადემიურ მასალასა და პროექტებზე.
  • მედიცინასთან დაკავშირებული პროფესიების წარმომადგენლები – ვისაც აინტერესებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული განათლება და კოლეგებთან თანამშრომლობა.

წევრობა არ არის დამოკიდებული სამუშაო ადგილზე, დაწესებულებასა თუ ქვეყანაზე: GAIM დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არცერთ საავადმყოფოსთან ან პოლიტიკურ ორგანიზაციასთან არ არის დაკავშირებული.

პროცესი

როგორ ხდება გაწევრიანება

  1. 1შეავსეთ განაცხადი ვებგვერდზე (5 წუთი).
  2. 2ბორდი განაცხადს რამდენიმე დღეში განიხილავს.
  3. 3დამტკიცების შემდეგ მიიღებთ ელ. წერილს და შეძლებთ „ჩემი GAIM“-ის გააქტიურებას.

აქტიური მონაწილეობა სამუშაო გუნდებში ნებაყოფლობითია – არჩევანს განაცხადის შევსებისას გააკეთებთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ.

გაწევრიანდით GAIM-ში

ჯერ ანგარიშს შექმნით, შემდეგ კი მოკლე ფორმას შეავსებთ.

განაცხადის შევსება

წევრობა უფასოა.

უკვე წევრი ხართ? შესვლა

აქტიური წევრობა

გსურთ გახდეთ GAIM-ის სამუშაო გუნდის წევრი?

სამუშაო გუნდის წევრობით შესაძლებლობა გექნებათ აქტიურად ჩაერთოთ აკადემიის განვითარებაში. ასევე, შეძლებთ იმუშაოთ გუნდში გამოცდილ კოლეგებთან.

წევრი შეიძლება გახდეს მედიცინის ნებისმიერი რგოლის წარმომადგენელი.

სამუშაო გუნდის წევრობა ამ ეტაპზე არის მოხალისეობრივი.

GAIM-ის სამუშაო გუნდებია:

  • აკადემიური გუნდი

    დღის მოხსენების მომზადება და წარდგენა. ასევე, სხვა აკადემიური შინაარსის მასალის შექმნა/დამუშავება (მაგალითად ალგორითმები, გაიდლაინები, რეკომენდაციები, კვლევები ა.შ.).

    გუნდის ლიდერი: ნანული გვაზავა

  • შეფასებისა და ხარისხის გუნდი

    მოხსენებების, აკადემიური მასალის ხარისხის კონტროლი, უკუკავშირის ანალიზი.

    გუნდის ლიდერი: შალვა ნადირაშვილი

  • კომუნიკაციის გუნდი

    რეზიდენტებთან და მედიცინის სხვა რგოლებთან დაკავშირება, სოციალური მედიის და ინფორმაციის მიწოდების მართვა.

    გუნდის ლიდერი: ნინო კვირტია

  • ლეგალური გუნდი

    ორგანიზაციის რეგისტრაციის და შენარჩუნების ლეგალური საკითხების მართვა, შიდა რეგულაციების შემუშავება.

    გუნდის ლიდერი: შოთა კუპრავა

  • ოპერაციული გუნდი

    შეხვედრების დაგეგმვა, ჩაწერა, შენახვა, დროის მენეჯმენტი.

    გუნდის ლიდერი: მეგი ქირია

სამუშაო გუნდში ჩართვის სურვილს განაცხადის მეორე ნაბიჯზე მიუთითებთ.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ვინ განიხილავს განაცხადს?

განაცხადს GAIM-ის ბორდი განიხილავს.

რამდენ ხანს გრძელდება განხილვა?

როგორც წესი, რამდენიმე დღეს. გადაწყვეტილების შესახებ ელ. ფოსტით გაცნობებთ.

Google Form-ით უკვე დავრეგისტრირდი. თავიდან უნდა შევავსო განაცხადი?

არა. თქვენი მონაცემები უკვე გადმოვიტანეთ. შედით იმავე ელ. ფოსტით, რომელიც ფორმაში მიუთითეთ, და ანგარიში თქვენს ჩანაწერს ავტომატურად დაუკავშირდება.

წევრობა ფასიანია?

არა. GAIM-ის წევრობა უფასოა.

შეიძლება დღის მოხსენების მოგვიანებით ნახვა?

დიახ. ყველა დღის მოხსენება იწერება. ჩანაწერები ხელმისაწვდომია GAIM-ის YouTube არხზე და ბიბლიოთეკაში – შესაბამისი პრეზენტაციის გვერდზე.

რა მასალაა ბიბლიოთეკაში?

დღის მოხსენებების პრეზენტაციები და ჩანაწერები, ალგორითმები, Evidence Brief-ები და ვიდეოები. წევრებს ყველა მასალაზე აქვთ წვდომა; ვებგვერდის ვიზიტორებისთვის ხილულია მასალების ჩამონათვალი და საჯარო მასალა.

რა არის CME და GAIM კრედიტები?

GAIM კრედიტები GAIM-ის შიდა აღრიცხვაა და ასახავს თქვენს მონაწილეობასა და წვლილს – მაგალითად, დღის მოხსენებაზე დასწრებას, მოხსენების წარდგენას ან Evidence Brief-ის ავტორობას. მათი მინიჭების წესებს ბორდი ადგენს.

GAIM-ის აქტივობები ამ ეტაპზე ოფიციალურად აღიარებულ CME (უწყვეტი სამედიცინო განათლების) კრედიტებს არ იძლევა – აკრედიტაციის მოპოვებას ვგეგმავთ და ამის შესახებ წევრებს შევატყობინებთ. „ჩემი GAIM“-ის CME განყოფილებაში აისახება სხვა ორგანიზაციების აკრედიტებულ ღონისძიებებზე მიღებული კრედიტები, რათა ყველა ჩანაწერი ერთ ადგილას და თქვენს CV-ში გქონდეთ. ასეთი კრედიტი თავად დაამატეთ „ჩემი GAIM“-ის განყოფილებაში „კრედიტები“ – სერტიფიკატის ატვირთვით. CME-ის ამონაწერის გენერირება, ჩამოტვირთვა და შესაბამისი ან თქვენთვის სასურველი ორგანოებისთვის გაზიარება თავისუფლად შეგიძლიათ.

როგორ შევცვალო ჩემი მონაცემები?

შედით „ჩემი GAIM“-ში და გახსენით განყოფილება „პროფილი“.

როგორ დავტოვო GAIM?

მოგვწერეთ info@gaimteam.org-ზე და წევრობას შევწყვეტთ. შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლაც – იხ. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომავალში

მომავალი პროგრამები

ობზერვერშიფის პროგრამა

მალე

GAIM ამზადებს ობზერვერშიფის პროგრამას. პროგრამის პირობები, მონაწილეობის კრიტერიუმები და ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული; დეტალებს წევრებს ელ. ფოსტით და „ჩემი GAIM“-ის საშუალებით შევატყობინებთ, როგორც კი პროგრამა მზად იქნება.

მზად ხართ გაწევრიანებისთვის?

განაცხადის შევსებას რამდენიმე წუთი სჭირდება.

განაცხადის შევსება

წევრობა უფასოა.

უკვე წევრი ხართ? შესვლა