მგლურას მსოფლიო დღე
მგლურას მსოფლიო დღე
🌍 🦋 დღეს მსოფლიო მგლურას დღეა! 🌻ამ დღის აღსანიშნავად GAIM გთავაზობთ დაავადების შესახებ აკადემიის მიერ დამუშავებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ინფორმაციის შეჯამებას. 🧑⚕️👩⚕️ მგლურა არის რთული, სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროული დიაგნოზი, სწორი მონიტორინგი და თანამედროვე მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს და ცხოვრების ხარისხს.
🦋 სისტემური წითელი მგლურა (SLE, ლუპუსი) ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა.
🌍 მსოფლიოში დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანია დაავადებული. გავრცელება შეადგენს 28–150 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე. უპირატესად აზიანებს რეპროდუქციული ასაკის ქალებს, ქალისა და მამაკაცის თანაფარდობით 9:1. შავკანიან, ესპანურ და აზიურ პოპულაციებში დაავადება უფრო ხშირია და უფრო მძიმედაც მიმდინარეობს.
‼️ ძირითადი პათოგენეზური მექანიზმები
- აპოპტოზური უჯრედების ნარჩენების არასაკმარისი ელიმინაცია → საკუთარი ქსოვილების მიმართ ტოლერანტობის დაკარგვა.
- პლაზმაციტოიდური დენდრიტული უჯრედების მიერ I ტიპის ინტერფერონის ჭარბი გამომუშავება.
- ნეიტროფილური ექსტრაცელულარული ხაფანგები (NETs), რომლებიც აჩენენ აუტოანტიგენებს.
- B და T ლიმფოციტების ტოლერანტობის დარღვევა → პათოგენური აუტოანტისხეულების წარმოქმნა და იმუნური კომპლექსების დაგროვება.
🧬 გარემო და გენეტიკური ფაქტორები
გენეტიკურად მიდრეკილ პირებში დაავადების გამწვავებას შეიძლება შეუწყოს ხელი:
- ულტრაიისფერი სხივები
- სიგარეტის მოწევა
- ეპშტეინ-ბარის ვირუსი
- სილიკატებთან კონტაქტი
აღმოჩენილია 100-ზე მეტი გენეტიკური რისკ-ვარიანტი, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის STAT4.
მნიშვნელოვანი ანტისხეულები:
📍ANA – მგრძნობიარე, მაგრამ არასპეციფიკური
📍Anti-dsDNA – შედარებით სპეციფიკური; დაკავშირებულია აქტივობასთან და ნეფრიტთან
📍Anti-Smith – ძალიან სპეციფიკური SLE-სთვის
📍Anti-Ro/SSA, Anti-La/SSB – ნეონატალური ლუპუსი, კანური ფორმები, შოგრენის სინდრომთან გადაკვეთ
📍ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები – თრომბოზი და ორსულობის გართულებები
დაავადების აქტივობის მარკერები:
⬇️ C3/C4 კომპლემენტის დაქვეითება
⬆️ Anti-dsDNA ტიტრის მატება
💊 მკურნალობა
მკურნალობის მიზანია რემისია ან დაბალი აქტივობა მინიმალური სტეროიდებით.
❗️საბაზისო თერაპია — ჰიდროქსიქლოროქვინი (HCQ)
რეკომენდებულია პრაქტიკულად ყველა პაციენტისთვის.
❗️გლუკოკორტიკოიდები
გამოიყენება გამწვავებისას მოკლე კურსით
მძიმე შემთხვევებში: IV მეთილპრედნიზოლონის პულსური თერაპია
❗️იმუნოსუპრესანტები
- Mycophenolate mofetil – ლუპუს-ნეფრიტის პირველი ხაზი
- Azathioprine – შემანარჩუნებელი თერაპია; თავსებადია ორსულობასთან
*Methotrexate – კანისა და სახსრების ჩართვისას
- Cyclophosphamide – მძიმე ორგანული დაზიანებისას
- Voclosporin / Tacrolimus – კალცინეურინის ინჰიბიტორები
❗️ბიოლოგიური აგენტები
- Belimumab – აქტიური SLE და ლუპუს-ნეფრიტი
- Anifrolumab – საშუალო/მძიმე SLE
- Rituximab – რეფრაქტერული შემთხვევები (off-label)
მონიტორინგი და პრევენცია:
აუცილებელია რეგულარული შეფასება:
📌დაავადების აქტივობა
📌ორგანოთა დაზიანება
📌ცხოვრების ხარისხი
🫀 გულ-სისხლძარღვთა რისკი
SLE დაკავშირებულია აჩქარებულ ათეროსკლეროზთან, ამიტომ საჭიროა:
- ლიპიდების კონტროლი
- არტერიული წნევის კონტროლი
🦠💉ინფექციების პრევენცია
- პნევმოკოკური ვაქცინა
- გრიპის ვაქცინა
- COVID-19 ვაქცინა
- ცოცხალი ვაქცინების თავიდან აცილება იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში
🦴 ძვლის ჯანმრთელობა
ქრონიკული სტეროიდების ფონზე:
- კალციუმი
- ვიტამინი D
- ძვლის სიმკვრივის მონიტორინგი
🤰 ორსულობის დაგეგმვა
- დაავადება უნდა იყოს სტაბილური მინიმუმ 6 თვე
- ჰიდროქსიქლოროქვინი გაგრძელდეს
- თავიდან იქნას აცილებული მიკოფენოლატი და მეთოტრექსატი
- Anti-Ro/SSA დადებით პაციენტებში საჭიროა ნაყოფის გულის მონიტორინგი
🌻 დაავადების წარმატებული მართვის საფუძველს წარმოადგენს მუდმივი მონიტორინგი, გართულებების პრევენცია და პაციენტზე მორგებული მიდგომა. დაავადების აქტივობის კონტროლი, გულ-სისხლძარღვთა და ინფექციური რისკების შემცირება, ძვლის ჯანმრთელობის დაცვა და ორსულობის სწორად დაგეგმვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის პროგნოზსა და ცხოვრების ხარისხს.
პოსტერები
ყველა მასალა საგანმანათლებლო ხასიათისაა და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებამდე ექიმის მიერ გადახედვას საჭიროებს.
